– აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს პასკა, მაგრამ გამოცხობა არ ვიცი და ვყიდულობ, კვერცხს დედაჩემი მიღებავს და მაძლევს, შესაბამისად, კვერცხის შეღებვაც აღარ მიწევს. აღდგომა სიხარულთან ერთად ჩემთვის სევდიანიც არის, ეს ხომ ის დღეა, როდესაც ვიხსენებთ იმ საყვარელ ადამიანებს,რომლებიც ამქვეყნად აღარ არიან… ამ დღეებში ბევრს ვფიქრობ ხოლმე მათზე, აღდგომის დღესასწაული ხომ მათთვისაც ზეიმია.არ მაქვს რაიმე კონკრეტული ტრადიცია აღდგომის. დროს ჯერ ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ, რადგან ეს ჩემთვის ოჯახური დღესასწაულია. შემდეგ უკვე მეგობრები ვიკრიბებით, რადგან
ყველა ვისვენებთ და გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთმანეთს შევხვდეთ და გავიხსენოთ იმქვეყნად წასული ძვირფასი ადამიანები.– ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დარდიანი და ტკივილიანი დღე. როგორც უკვე გითხარით, მიყვარს ეს დღესასწაული, მაგრამ თან მასევდიანებს, რადგან მტკივნეულ მოგონებებს აღმიძრავს.ადამიანები ყოველდღიურობით და ერთმანეთზე ზრუნვით ვართ დაკავებული და ეს არის დღე, რომელიც მთლიანად მიცვალებულისთვის, მათ გასახსენებლად, მათზე დასაფიქრებლად და პატივისცემისთვისაა, კვერცხის შეღებვასა და პასკის დაჭრაშიც კი მათ მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ… სხვა არაფერი შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ…
წყარო:dainteresdi.club