ჯანეთ ქერდიყოშვილი ამბობს, რომ შვილს ძუძუთი კვებავს. გთავაზობთ მის ინტერვიუს
– ბუნებრივად იმშობიარე და რამდენ ხანში?
– დიახ, ბუნებრივად, 5 საათში. თუმცა, გავიკეთე ეპიდელური გაუტკივარება. ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო იყო ნემსის გაკეთების პროცესი, მაგრამ დიდი მადლობა ექიმ დოლიოტეს 1931 წელს შექმნილი ეპიდურალური ანესთეზიისთვის.
– რამდენი მოიმატე ორსულობისას?
– 15 კილოგრამი, თუმცა 10 კილოგრამი სამშობიაროში დავტოვე…
– ასე სწრაფად როგორ დაიკელი წონაში?
– ბუნებრივი კვების დროს, დედა დღეში 500 კალორიას ხარჯავს, ამიტომ წონაში დაკლება არ გამჭირვებია.
– როგორ იკვევები ლაქტაციის პერიოდში?
– ქალებს მოვუწოდებ: ნუ ფიქრობთ, 24 საათი მაგ თემაზე, მოეშვით და თავად ნახავთ შედეგს, ყველაფერი მოდის თავიდან! რა თქმა უნდა საღამოს, მძიმე საკვებს არ ვიღებ, უარი ვთქვი ტკბილეულზე, ცომეულსა და გაზიან სასმელებზე.
– როგორ ახერხებ, რომ იყო დედა და თან მოწესრიგებული ქალი?
– შინაგანი სიმშვიდე მეხმარება. ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება ჩვენივე დადებითი ან უარყოფითი განწყობიდან გამომდინარეა.
– სტრიებზე რას გვირჩევ?
– არ გადაყაროთ ფული სპეციალურ კრემებზე, მთავარია რეჟიმი – დილა და ღამე. თუმცა, გენეტიკასაც ვერ გაექცევი.
– მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე რას გვეტყვი?
– არ არსებობს, თუ გვერდში საყვარელი ადამიანები გყავს, გეხმარებიან და მარტო არ გრძნობ თავს.
– ძიძა გყავს თუ მარტო ზრდი?
– მენანება ძიძისთვის ბავშვის გაზრდის წამებიც კი, დედა მეხმარება.
– ვინ დაესწრო მშობიარობას?
– დედა და დეიდა – ორივე გინეკოლოგია და ისინი ესწრებოდნენ.
წყარო:geoambebi.com