“ბავშვის დატოვება მისთვის მენანება..” – ნახეთ ჯანეტ ქერდიყოშვილის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

0

ჯანეთ ქერდიყოშვილი ამ­ბობს, რომ შვილს ძუ­ძუ­თი კვე­ბავს. გთავაზობთ მის ინტერვიუს
– ბუ­ნებ­რი­ვად იმ­შო­ბი­ა­რე და რამ­დენ ხან­ში?
– დიახ, ბუ­ნებ­რი­ვად, 5 სა­ათ­ში. თუმ­ცა, გა­ვი­კე­თე ეპი­დე­ლუ­რი გა­უტ­კი­ვა­რე­ბა. ვერ ვი­ტყვი, რომ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ნემ­სის გა­კე­თე­ბის პრო­ცე­სი, მაგ­რამ დიდი მად­ლო­ბა ექიმ დო­ლი­ო­ტეს 1931 წელს შექ­მნი­ლი ეპი­დუ­რა­ლუ­რი ანეს­თე­ზი­ის­თვის.
– რამ­დე­ნი მო­ი­მა­ტე ორ­სუ­ლო­ბი­სას?
– 15 კი­ლოგ­რა­მი, თუმ­ცა 10 კი­ლოგ­რა­მი სამ­შო­ბი­ა­რო­ში დავ­ტო­ვე…
– ასე სწრა­ფად რო­გორ და­ი­კე­ლი წო­ნა­ში?
– ბუ­ნებ­რი­ვი კვე­ბის დროს, დედა დღე­ში 500 კა­ლო­რი­ას ხარ­ჯავს, ამი­ტომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია.
– რო­გორ იკ­ვე­ვე­ბი ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში?

– ქა­ლებს მო­ვუ­წო­დებ: ნუ ფიქ­რობთ, 24 სა­ა­თი მაგ თე­მა­ზე, მო­ეშ­ვით და თა­ვად ნა­ხავთ შე­დეგს, ყვე­ლა­ფე­რი მო­დის თა­ვი­დან! რა თქმა უნდა სა­ღა­მოს, მძი­მე საკ­ვებს არ ვი­ღებ, უარი ვთქვი ტკბი­ლე­ულ­ზე, ცო­მე­ულ­სა და გა­ზი­ან სას­მე­ლებ­ზე.

– რო­გორ ახერ­ხებ, რომ იყო დედა და თან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქალი?

– ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე მეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩვენს გარ­შე­მო ხდე­ბა ჩვე­ნი­ვე და­დე­ბი­თი ან უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა.

– სტრი­ებ­ზე რას გვირ­ჩევ?

– არ გა­და­ყა­როთ ფული სპე­ცი­ა­ლურ კრე­მებ­ზე, მთა­ვა­რია რე­ჟი­მი – დილა და ღამე. თუმ­ცა, გე­ნე­ტი­კა­საც ვერ გა­ექ­ცე­ვი.

– მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ დეპ­რე­სი­ა­ზე რას გვე­ტყვი?

– არ არ­სე­ბობს, თუ გვერ­დში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გყავს, გეხ­მა­რე­ბი­ან და მარ­ტო არ გრძნობ თავს.

– ძიძა გყავს თუ მარ­ტო ზრდი?

– მე­ნა­ნე­ბა ძი­ძის­თვის ბავ­შვის გაზ­რდის წა­მე­ბიც კი, დედა მეხ­მა­რე­ბა.

– ვინ და­ეს­წრო მშო­ბი­ა­რო­ბას?

– დედა და დე­ი­და – ორი­ვე გი­ნე­კო­ლო­გია და ისი­ნი ეს­წრე­ბოდ­ნენ.
წყარო:geoambebi.com

Share.