ლუკა სირაძის ყოფილმა კლასელმა გოგონამ სავარაუდოდ ვენები გადაიჭრა. როგორც წყარო ყვება, გოგონა სკოლის დირექტორმა შენობაში გაჩენილი წარწერების შემდეგ გამოკითხა.
“უკითხავს, ლუკამ თუ ქნა მითხარიო” – გვიყვება წყარო. ოფიციალურ უწყებაში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
ჩვენ ვცდილობთ “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციასთან დაკავშირებასაც.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს “112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: genews.ge