ქაშვეთის ეკლესიაში ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაუჯერებელია, ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ, ზღვა ხალხი დგას და ბებუას ემშვიდობებიან.ხელოვანის ხსოვნას პატივს მიაგებენ მსახიობები, მომღერლები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
ბუბა კიკაბიძის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოში
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა.
“ბატონი ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის ერთგული მხარდამჭერი იყო. ის ყოველთვის ჩვენს მეხსიერებაში დარჩება და მილიონობით უკრაინელი გაიხსენებს მას, როგორც ნამდვილ ადამიანს, როგორც ნამდვილ ნიჭიერ ადამიანს და
უკრაინის ერთგულ მეგობარს. ჩვენი, ყველა უკრაინელის მოვალეობაა, გვახსოვდეს ის, შევინახოთ მისი სახელი ჩვენს გულებში და მოვუყვეთ ჩვენს შვილებს, ჩვენს თაობებს ამ უზარმაზარი ადამიანის შესახებ, უკრაინელი ხალხის, უკრაინის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ.
მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის დიდი ტრაგედია და დანაკარგი როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი ერისთვის. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ეს უზარმაზარი ქართველი, უზარმაზარი ადამიანი“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
ნახეთ პანაშვიდის სულიშემძვრელი ვიდეო:
ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხუთშაბათს, 19 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.