“ნანახი არ გექნება ესეთი რამ,ზღვა ხალხი დგას რომ..” – ნახეთ სულისშემძვრელი ვიდეო ბუბა კიკაბიძის პანაშვიდიდან

0

ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, ვახ­ტანგ (ბუბა) კი­კა­ბი­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დაუჯერებელია, ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ, ზღვა ხალხი დგას და ბებუას ემშვიდობებიან.ხე­ლო­ვა­ნის ხსოვ­ნას პა­ტივს მი­ა­გე­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ბუბა კი­კა­ბი­ძის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო სა­ქარ­თვე­ლო­ში
უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა, ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა.

“ბა­ტო­ნი ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძე უკ­რა­ი­ნის ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. ის ყო­ველ­თვის ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დარ­ჩე­ბა და მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი გა­იხ­სე­ნებს მას, რო­გორც ნამ­დვილ ადა­მი­ანს, რო­გორც ნამ­დვილ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს და

უკ­რა­ი­ნის ერ­თგულ მე­გო­ბარს. ჩვე­ნი, ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა, გვახ­სოვ­დეს ის, შე­ვი­ნა­ხოთ მისი სა­ხე­ლი ჩვენს გუ­ლებ­ში და მო­ვუყ­ვეთ ჩვენს შვი­ლებს, ჩვენს თა­ო­ბებს ამ უზარ­მა­ზა­რი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, უკ­რა­ი­ნის მი­მართ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ ეს არის დიდი ტრა­გე­დია და და­ნა­კარ­გი რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნე­ლი ერის­თვის. ჩვე­ნი ვა­ლია, გვახ­სოვ­დეს ეს უზარ­მა­ზა­რი ქარ­თვე­ლი, უზარ­მა­ზა­რი ადა­მი­ა­ნი“, – აღ­ნიშ­ნა უკ­რა­ი­ნელ­მა დიპ­ლო­მატ­მა.
ნახეთ პანაშვიდის სულიშემძვრელი ვიდეო:

ბუბა კი­კა­ბი­ძე 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას ხუთ­შა­ბათს, 19 იან­ვარს, თბი­ლი­სის დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი­დან გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუბა კი­კა­ბი­ძეს ვე­რის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.

Share.