რამდენიმე ხნის წინ პოეტმა გელა დაიაურმა წლების წინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიის შესახებ ძალიან ემოციური წერილი გამოაქვეყნა, ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ მას:„ხო, თეო… უნდა ამოვიდე დღეს… უნდა ამოვიდე, რადგან თქვენი მარადიულ სამყოფელში გასვლის დღეა… უნდა ამოვიდე და
კიდევ ერთხელ გინატროთ, კიდევ ერთხელ ჩავიწყვიტო გული და ნერვი, კიდევ ერთხელ ვიგრძნო ჩემი სიმცირე თქვენი არყოფნის გამო!!! გაცხოვნოთ უფალმა, ჩემი სიცოცხლის თანამგზავრებო,“ – წერს გელა დაიაური
გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
შეგახსენებთ გელა დაიაური დღეს დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილმა ჯვარი დღეს დაიწერა. ერთი წლის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა…
“ის სრულყოფილი ბედნიერება ალბათ აღარასდროს იქნება… თუმცა ცხოვრება გრძელდება. დღესაც არ ვიცი, ამ ამბავს როგორ შეხვდებიან. ადრეც ვამბობდი, რომ თუ შემხვდებოდა ადამიანი, უკან არ დავიხევდი. შემხვდა ალბათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ესე იგი ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ. არ მინდა, რომ მარტომ ვიცხოვრო… დავიღალე”, – ამბობდა გელა დაიაური.
ჩვენი ბლოგი იზიარებს ბატონ გელა დაიაურის ტრაგედიას და ასევე ძალიან გახარებულები ვართ და ვულოცავთ, რომ იპოვნა მან ის ბედნიერება რომელსაც ასე ძალიან იმსახურებს.