“შენს თავს ვერავინ შემიცვლის,თქვენს საფლავზე უნდა ამოვიდე..” – ნახეთ გელა დაიაურის სულისშემძრელმა სიტყვებმა ხალხი აატირა

0

რამდენიმე ხნის წინ პოეტმა გელა დაიაურმა წლების წინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიის შესახებ ძალიან ემოციური წერილი გამოაქვეყნა, ჩვენი ბლოგი უცვლელად გთავაზობთ მას:„ხო, თეო… უნდა ამოვიდე დღეს… უნდა ამოვიდე, რადგან თქვენი მარადიულ სამყოფელში გასვლის დღეა… უნდა ამოვიდე და
კიდევ ერთხელ გინატროთ, კიდევ ერთხელ ჩავიწყვიტო გული და ნერვი, კიდევ ერთხელ ვიგრძნო ჩემი სიმცირე თქვენი არყოფნის გამო!!! გაცხოვნოთ უფალმა, ჩემი სიცოცხლის თანამგზავრებო,“ – წერს გელა დაიაური

გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, 2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

შეგახსენებთ გელა და­ი­ა­უ­რი დღეს და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლია. წყვილ­მა ჯვა­რი დღეს და­ი­წე­რა. ერთი წლის წინ პო­ე­ტი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 11 წლის შემ­დეგ, მარ­ტო­ო­ბით და­ი­ღა­ლა…

“ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა… თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. დღე­საც არ ვიცი, ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდე­ბი­ან. ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ თუ შემ­ხვდე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, უკან არ და­ვი­ხევ­დი. შემ­ხვდა ალ­ბათ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გა­დავ­წყვი­ტე, გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე იგი ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე, ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ. არ მინ­და, რომ მარ­ტომ ვი­ცხოვ­რო… და­ვი­ღა­ლე”, – ამ­ბობ­და გელა და­ი­ა­უ­რი.

ჩვენი ბლოგი იზიარებს ბატონ გელა დაიაურის ტრაგედიას და ასევე ძალიან გახარებულები ვართ და ვულოცავთ, რომ იპოვნა მან ის ბედნიერება რომელსაც ასე ძალიან იმსახურებს.

Share.