უკრაინაში მოხალისედ წასული ნოდო სიმონიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.
„დაჭრილების გამოსაყვანად დროზეო – დაგვიძახეს და რა იცი რა ხდება იქნებ ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო.
სახეზე კი გვაწერია რა ხასიათზეცა ვართ, ვერ ვუშველეთ“, – წერს ნოდო სიმონიშვილი.
უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მებრძოლები – გია ბერუაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ.
რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან ტანკებით იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ქართველი მოხალისეები იყვნენ განლაგებული.