“იქნებ ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო..” – ნახეთ რას წერს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებზე მათი თანამებრძოლი

0

უკრაინაში მოხალისედ წასული ნოდო სიმონიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.
„დაჭრილების გამოსაყვანად დროზეო – დაგვიძახეს და რა იცი რა ხდება იქნებ ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო.
სახეზე კი გვაწერია რა ხასიათზეცა ვართ, ვერ ვუშველეთ“, – წერს ნოდო სიმონიშვილი.

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ქართველი მებრძოლები – გია ბერუაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ.

რუსი აგრესორები, რომლებიც უკრაინულ სამხედრო ფორმაში იყვნენ გადაცმული, კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან ​ტანკებით იმ ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც ქართველი მოხალისეები იყვნენ განლაგებული.

Share.