ესპანეთში მცხოვრები ლაშა ბარათელი, მეტსახელად ”ჭია” კურიერთან მოკლე ინტერვიუში ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ლაშა ამბობს რომ ეს უსაბუძვლო ბრალდებაა. “წარმოდგენა არ მაქვს, რაზეა საუბარი. როგორ შეიძლება ასეთი რაღაც? 15 წელია მე არ მიცხოვრია საქართველოში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 6 წლის წინ დამაკავეს უცხოეთში, შემდეგ მოხდა საქართველოში ჩემი ექსტრადირება და ყველა ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
როგორც ჩანს, დღეს საქართველოში ტალახის სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლა თურმე ვიღაცის მკვლელობის შეკვეთას მაბრალებენ და საერთოდ არ აინტერესებთ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ამას ისმენენ, ამაზე არ ფიქრობენ. როგორ შეიძლება ეს?” – ამბობს ლაშა ბარათელი “კურიერთან” საუბარში.