“საქართველოში დღეს დღეისობით როგორც ჩანს ტალახის სროლა ჩვეულებრივი მოვლენაა,მე 15 წელია..” – ნახეთ რას ამბობს ლაშა ბარათელი

0

ესპანეთში მცხოვრები ლაშა ბარათელი, მეტსახელად ”ჭია” კუ­რი­ერ­თან მოკლე ინ­ტერ­ვი­უ­ში ანას­ტა­სია შა­ტა­ლო­ვას მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს. ლაშა ამბობს რომ ეს უსაბუძვლო ბრალდებაა. “წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რა­ზეა სა­უ­ბა­რი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რა­ღაც? 15 წე­ლია მე არ მი­ცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ 6 წლის წინ და­მა­კა­ვეს უცხო­ეთ­ში, შემ­დეგ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ექ­სტრა­დი­რე­ბა და ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

რო­გორც ჩანს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­ლა­ხის სრო­ლა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ახლა თურ­მე ვი­ღა­ცის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თას მაბ­რა­ლე­ბენ და სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამას ის­მე­ნენ, ამა­ზე არ ფიქ­რო­ბენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს?” – ამ­ბობს ლაშა ბა­რა­თე­ლი “კუ­რი­ერ­თან” სა­უ­ბარ­ში.

Share.