საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში. გუშინ 24 წლის გოგომ 80 წლამდე მამაკაცი ბლაგვი საგნით მოკლა. პოლიციამ ბრალდებული ახალგაზრდა ქალი დააკავა.
რუსთავში მცხოვრები ანანო ზოიძე “ფეისბუქზე” საზარელ მკვლელობას ეხმინება და პოსტს აქვეყნებს:
“გუშინ მოკლეს ამირან ბაბუა. გუშინ მოკლეს საკუთარ ოთახში! მოკლა ერთმა არაქალმა, არაადამიანმა! 2შვილის დედამ!! უსუსური, უდანაშაულო მოხუცი.
2018 წელს გავიცანი სურათის გადაღების დღეს. ვეხმარებოდი რითიც და როგორც შემეძლო. ცხოვრებისგან დაჩაგრული, სოციალურად დაუცველი და მაინც ყველანაირად უბოროტო, უკეთილშობილესი ადამიანი იყო. ფისოებს და ლეკვებს უვლიდა, სასადილოდან მოჰქონდა საკვები და მათ უნაწილებდა ლუკმას! და ის მოკლეს
23 წლის გოგო დაიჭირეს. 2 შვილის დედა. ამირანის სართულზე ცხოვრობდა. 1თვის წინ ამირანი გაქურდეს (მომიყვა) და საკმაოდ დიდი თანხა წაიღეს,აგროვებდა პენსია+სოციალურს.ჩემი ვარაუდით გასაქურდად იყო მისული და ან სახლში დაუხვდა ან თავზე წამოადგა ბაბუა” – წერს ზოიძე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს – 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე- რუსთავში დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: daqali.club