“ბაბუა ამირანი მოკლეს, მოკლა ერთმა არაქალმა! 2 შვილის დედამ..” – ნახეთ საზარელი მკვლელობა რუსთავში, დაკავებულია 24 წლის გოგო

0

სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და რუს­თავ­ში. გუ­შინ 24 წლის გო­გომ 80 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ბლაგ­ვი საგ­ნით მოკ­ლა. პო­ლი­ცი­ამ ბრალ­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი და­ა­კა­ვა.
რუს­თავ­ში მცხოვ­რე­ბი ანა­ნო ზო­ი­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე” საზარელ მკვლელობას ეხმინება და პოსტს აქვეყნებს:
“გუ­შინ მოკ­ლეს ამი­რან ბა­ბუა. გუ­შინ მოკ­ლეს სა­კუ­თარ ოთახ­ში! მოკ­ლა ერ­თმა არა­ქალ­მა, არა­ა­და­მი­ან­მა! 2შვი­ლის დე­დამ!! უსუ­სუ­რი, უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ხუ­ცი.
2018 წელს გა­ვი­ცა­ნი სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის დღეს. ვეხ­მა­რე­ბო­დი რი­თიც და რო­გორც შე­მეძ­ლო. ცხოვ­რე­ბის­გან და­ჩაგ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და მა­ინც ყვე­ლა­ნა­ი­რად უბო­რო­ტო, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ფი­სო­ებს და ლეკ­ვებს უვ­ლი­და, სა­სა­დი­ლო­დან მოჰ­ქონ­და საკ­ვე­ბი და მათ უნა­წი­ლებ­და ლუკ­მას! და ის მოკ­ლეს

23 წლის გოგო და­ი­ჭი­რეს. 2 შვი­ლის დედა. ამი­რა­ნის სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. 1თვის წინ ამი­რა­ნი გა­ქურ­დეს (მო­მიყ­ვა) და საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა წა­ი­ღეს,აგ­რო­ვებ­და პენ­სია+სო­ცი­ა­ლურს.ჩემი ვა­რა­უ­დით გა­სა­ქურ­დად იყო მი­სუ­ლი და ან სახ­ლში და­უხ­ვდა ან თავ­ზე წა­მო­ად­გა ბა­ბუა” – წერს ზო­ი­ძე.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ჯ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქა­ლაქ რუს­თავ­ში, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო თე­მა­ზე და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ, თა­ვის მე­ზო­ბელს – 1942 წელს და­ბა­დე­ბულ ა.პ.-ს, მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ა.პ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე- რუს­თავ­ში და­ა­კა­ვეს.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
წყარო: daqali.club

Share.