ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. მან თმა თითქმის მთლიანად გადაიპარსა და არც სამომავლოდ აპირებს მის გაზრდას. როგორც მაკა ამბობს, გემოვნებაც ინდივიდუალურია. შეიძლება ცუდ პირობებშიც კი ადამიანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს! ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, თუ რა ფაქტორი ახდენს გავლენას ადამიანის ხედვაზე, წარმოსახვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
“საერთოდ არაფერს ვაკეთებ! არანაირი სალონები, არც არასოდეს ვყოფილვარ სალონის მომხმარებელი. 15 წუთით თუ შევსულვარ,
როდესაც თმა მქონია ცოტა შესამოკლებელი… ახლა გადავწყვიტე, თმა აღარასოდეს გავიზარდო და გიორგის თმის საპარსით ვიპარსავ რაღაც დონემდე. ადრეც ხშირად ვიპარსავდი და მაშინ რატომღაც, ეს ბევრისთვის შოკი იყო.
ისეთ გარემოში ვარ, სადაც არანაირად არ მჭირდება და მეზარება კიდეც თმაზე დიდი აქცენტის გაკეთება. ის არ უკვირთ, ადამიანები ტუჩებს რომ იბერავენ, ამდენ ინიექციას იკეთებენ და გადაპარსულ თმაზე რეაქცია აქვთ – ეს გაუგებარია, მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და შევეგუე… ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გამომდის, ჩემთვის არაფერია პრობლემა… ახლაც მახსოვს ის მომენტი, პირველად რომ შევედი სილამაზის სალონში და ვუთხარი, თავი გადამპარსეთ-მეთქი. ეგონათ ავად ვიყავი ან ტილები დამესია.
ჩემი დაკვირვებით, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ინიექციებით სხვანაირად გამოიყურებოდნენ, იმდენად ერთნაირები ხდებიან, გეგონება, ინკუბატორიდან გამოვიდნენ.
სულ ვფიქრობ, რამდენად საინტერესოა ადამიანი თავისი ინდივიდულიზმით. რაც ხარ, იმას უნდა მოარგო შენი სტილი და ჩაცმულობა! რატომ უნდა შეეცადო იმის გამოსწორებას, რაც შენია, შენი ნაწილია?! ვთქვათ, დიდი ცხვირი თუ გაქვს და მოკლე ფეხები, ზუსტად ეგ უნდა მიაწოდო საზოგადოებას ლამაზად. ვერ ვხვდები, სტანდარტი რატომ უნდა შექმნა?! ჩაცმულობაშიც ასეა: ვიღაც ერთი ჩაიცვამს რაღაც უცხოს და, – ეს კარგი ტიპია, ჩვენც ასე ჩავიცვათო, ჰბაძავენ… მგონია, ძალიან უინტერესოა, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს!” – განუცხადა ჟურნალ “გზას” მაკა ჩიჩუამ.