“თმას აღარასდროს გავიზრდი, თავი გადაიპარასა..” – ნახეთ ასეთი მაკა ჩიჩუა არასდროს გინახავთ, ნახეთ როგორ გამოიყურება ყოფილი პირველი ლედი

0

ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. მან თმა თითქმის მთლიანად გადაიპარსა და არც სამომავლოდ აპირებს მის გაზრდას. როგორც მაკა ამბობს, გემოვნებაც ინდივიდუალურია. შეიძლება ცუდ პირობებშიც კი ადამიანს ძალიან დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს! ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, თუ რა ფაქტორი ახდენს გავლენას ადამიანის ხედვაზე, წარმოსახვაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
“სა­ერ­თოდ არა­ფერს ვა­კე­თებ! არა­ნა­ი­რი სა­ლო­ნე­ბი, არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ სა­ლო­ნის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. 15 წუ­თით თუ შევ­სულ­ვარ,

რო­დე­საც თმა მქო­ნია ცოტა შე­სა­მოკ­ლე­ბე­ლი… ახლა გა­დავ­წყვი­ტე, თმა აღა­რა­სო­დეს გა­ვი­ზარ­დო და გი­ორ­გის თმის სა­პარ­სით ვი­პარ­სავ რა­ღაც დო­ნემ­დე. ად­რეც ხში­რად ვი­პარ­სავ­დი და მა­შინ რა­ტომ­ღაც, ეს ბევ­რის­თვის შოკი იყო.
ისეთ გა­რე­მო­ში ვარ, სა­დაც არა­ნა­ი­რად არ მჭირ­დე­ბა და მე­ზა­რე­ბა კი­დეც თმა­ზე დიდი აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა. ის არ უკ­ვირთ, ადა­მი­ა­ნე­ბი ტუ­ჩებს რომ იბე­რა­ვენ, ამ­დენ ინი­ექ­ცი­ას იკე­თე­ბენ და გა­და­პარ­სულ თმა­ზე რე­აქ­ცია აქვთ – ეს გა­უ­გე­ბა­რია, მაგ­რამ უკვე დიდი გოგო ვარ და შე­ვე­გუე… ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვად გა­მომ­დის, ჩემ­თვის არა­ფე­რია პრობ­ლე­მა… ახ­ლაც მახ­სოვს ის მო­მენ­ტი, პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში და ვუ­თხა­რი, თავი გა­დამ­პარ­სეთ-მეთ­ქი. ეგო­ნათ ავად ვი­ყა­ვი ან ტი­ლე­ბი და­მე­სია.

ჩემი დაკვირვებით, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ინიექციებით სხვანაირად გამოიყურებოდნენ, იმდენად ერთნაირები ხდებიან, გეგონება, ინკუბატორიდან გამოვიდნენ.

სულ ვფიქრობ, რამდენად საინტერესოა ადამიანი თავისი ინდივიდულიზმით. რაც ხარ, იმას უნდა მოარგო შენი სტილი და ჩაცმულობა! რატომ უნდა შეეცადო იმის გამოსწორებას, რაც შენია, შენი ნაწილია?! ვთქვათ, დიდი ცხვირი თუ გაქვს და მოკლე ფეხები, ზუსტად ეგ უნდა მიაწოდო საზოგადოებას ლამაზად. ვერ ვხვდები, სტანდარტი რატომ უნდა შექმნა?! ჩაცმულობაშიც ასეა: ვიღაც ერთი ჩაიცვამს რაღაც უცხოს და, – ეს კარგი ტიპია, ჩვენც ასე ჩავიცვათო, ჰბაძავენ… მგონია, ძალიან უინტერესოა, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს!” – განუცხადა ჟურნალ “გზას” მაკა ჩიჩუამ.

Share.