“8 ტყვია ესროლეს, ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო საწყალმა..” – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თბილისში ჩაცხრილეს

0

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა.
ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ 3 წლის ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.როგორც შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიებთან და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა,

ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.”ჩასაფრებული იყო, გოგოს პარკები მოჰქონდა და 8 ტყვია ესროლა, ყველა მოხვდა. ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ადგილზე გარდაცვალა” – დაწერა კომენტარებში მისმა მეზობელმა
წყარო:dainteresdi.club

Share.