“63 წლის კაცმა რომელმაც 12 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა დააკავეს..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ ვინ აღმოჩნდა ეს კაცი

0

ცოტახნის წინ საზარელი შემთხვევა მოხდა შიდა ქართლში. 12 წლის გოგონაზე 63 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. მოძალადე მამაკაცი ბავშვის მეზობელი აღმოჩნდა.
“აქვე ცხოვ­რობს, ჩვენ მე­ზობ­ლად, ამა­ვე კორ­პუს­ში, რო­დე­საც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, ჯერ გვე­გო­ნა, რომ ბავ­შვი გა­ი­ტა­ცა, მაგ­რამ რო­გორც ირ­კვე­ვა, მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნა. 60 წელ­ზე მეტი ასა­კი­საა, ტაქ­სის მძღო­ლია. ბავ­შვი იც­ნობს და კო­მუ­ნი­კა­ცია რთუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და. გამ­თე­ნი­ი­სას დაბ­რუნ­და ბავ­შვი, სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი ემ­ჩნე­ო­და“ – აცხა­დებს არას­რულ­წლოვ­ნის ოჯა­ხის წევ­რი.

მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული დაკავებულია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – აცხადებენ შსს-ში.
ფოტო პირობითია

Share.