ცოტახნის წინ საზარელი შემთხვევა მოხდა შიდა ქართლში. 12 წლის გოგონაზე 63 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა. მოძალადე მამაკაცი ბავშვის მეზობელი აღმოჩნდა.
“აქვე ცხოვრობს, ჩვენ მეზობლად, ამავე კორპუსში, როდესაც მომხდარის შესახებ გავიგეთ, ჯერ გვეგონა, რომ ბავშვი გაიტაცა, მაგრამ როგორც ირკვევა, მოტყუებით წაიყვანა. 60 წელზე მეტი ასაკისაა, ტაქსის მძღოლია. ბავშვი იცნობს და კომუნიკაცია რთული არ იქნებოდა. გამთენიისას დაბრუნდა ბავშვი, სხეულზე ძალადობის კვალი ემჩნეოდა“ – აცხადებს არასრულწლოვნის ოჯახის წევრი.
მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული დაკავებულია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.
პოლიციამ ნ.ბ., ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – აცხადებენ შსს-ში.
ფოტო პირობითია