“500 ლარიან დახმარების მიღება შეგეძლებათ მალე..” – ნახეთ ვინ მიიღებს ვაუჩერს და როდიდან შეძლებთ მის გამოყენებას

0

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერების მიღება მომავალი წლიდან, ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანია 500-ლარიანი ვაუჩერების თემა, რაც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ მომდევნო წლიდან, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ წლის ნებისმიერ დროს მიიღონ შესაბამისი ვაუჩერები. ეს ძალიან სწრაფად არის გასაკეთებელი, რათა ადამიანებმა წლის ნებისმიერ დროს მიიღონ ერთჯერადი ვაუჩერი მედიკამენტების შესაძენად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქმე ეხება კახა კალაძის მიერ არჩევნებამდე დაანონსებულ ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ. მან განმარტა, რომ ვაუჩერი ისეთ მედიკამენტებს შეეხება, რომელიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება. ასევე, პროგრამის მიზანი იქნება ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენად პენსიონერთა დახმარება.

ეს მხარდაჭერა ბიუჯეტს, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდება. მერიის ინფორმაციით, პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს.
წყარო: ambavi.club

Share.