“50 უკრაინელი ლტოლვილით სავსე ავტობუსი გზიდან გადავარდა და..” – ნახეთ არიან დაშავებულები, ერთი ადამიანი გარდაიცვალა

0

მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იტალიაში ფორლისთან ახლოს, ავტობან A14-ის 101-ე კილომეტრზე. ავტობუსი, რომელიც ქალაქ პესკარას მიმართულებით მოძრაობდა, გზიდან გადავარდა.
ავტობუსში 50 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, მაგრამ ყველა მგზავრის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავარიის მიზეზი დგინდება.

ავტობუსში მყოფი ყველა მგზავრი, იტალიაში თავშესაფრის მაძიებელი უკრაინელი იყო. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე იტალიამ 20 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, მათი უმრავლესობა პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან არის შემოსული.
წყარო: ალია

Share.