“30 წლიანი ემიგრაციის დროს ეს ვერავინ შეძლო,გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა!მადლობა ხვიჩა!..” – ნახეთ რას წერს ქართველი ემიგრანტი

0

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ხათუნა შარაძე საქათველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მან ქართველი ემოგრანტები წელში გამართა.“ხვიჩა კვარაცხელიამ, ემიგრაციაში დაგუბებული ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა! ამ ერთმა ბიჭმა წელში გამართა სრულიად დიასპორა! ეს იგივეა, რაც სამშობლოში დაბრუნება!!!

ემიგრანტების შელახული რეპუტაცია, დამამცირებელი ცხოვრებით გამოწვეული უხერხულობა, უსამშობლოობის განცდა გააქრო!!!“მეც ქართველი ვარ”!!! ეს სიტყვა, ემიგრანტისთვის ზარივით რეკავს!!! ის ავტორიტეტია, რომელიც სხვებს აიძულებს პატივისცემით მოგვექცნენ!!! 30-წლიანი ემიგრაციის ფონზე ეს ვერასდროს ვერავინ შეძლო, გარდა 22 წლის ბიჭისა, რომელიც უბრალოდ ქართველად დაიბადა!!! მადლობა ხვიჩა!” – დაწერა ხათუნამ.
წყარო:sportvideos.ge

Share.