“27 წლის ფეხბურთელი მოულოდნელად დაიღუპა..” – ნახეთ ვინ იყო ახალგაზრდა სპორტსმენი (ფოტოები)

0

ცოტახნის წინ ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიღუპა. გარდაცვლილი 27 წლის ლევან კალაჯიშვილი იყო. ის ოზურგეთის „მერცხალის” ყოფილი მეკარე იყო.
ლევანს მძიმე სენის დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს, დაიგეგმა ოპერაციაც, თუმცა მდგომარეობა მალე დამძიმდა და ახალგაზრდა ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
„არ მჯერა ამის გააზრება რომ მიწევს ….

ერთ მერხთან ვისხედით ბევრი წელი, ერთი აზრები გვქონდა, ერთი ურთიერთობა რომელიც არცერთ სხვას არ ჰგავდა, უამრავი ლამაზი მოგონება მაკავშირებს შენთან, მე 6 კლასში ვიყავით სპექტაკლი დავდგით „მე ვხედავ მზეს“ მე ხატია ვიყავი შენ სოსოია … იმ დღის მერე ასე მივმართავდით ერთმანეთს ჩემო ხატია, ჩემო სოსოია…

ხოდა ჩემო სოსოია შენ ახლა ახლოს ხარ მზესთან და ახლა ნამდვილად ხედავ მას, შენ შენი მზე გულით დაგქონდა ყოველთვის… ახლა მისი ჯერია მან უნდა გაგათბოს და განახოს სინათლის სხივი…. მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ.

შენ ხარ მზე … მზე რომელიც არ ამოვიდა…… ჩვენი მეგობრობა მზის ფერია… სამუდამოდ“ – წერს ახლობელი.


წყარო: tbilisitv.club

Share.