“14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს ამ წუთებში..” – ნახეთ არ დაიჯერებთ სინამდვილეში რა მოხდა, ხაშურში ტრაგედია ტრიალებს

0

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ხა­შურ­ში, მე-9 კლა­სე­ლი გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 14 წლის გო­გო­ნა მე­ზობ­ლებ­მა კორ­პუ­სის ეზო­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და სის­ხლის გუ­ბე­ში ნა­ხეს. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა არას­რულ­წლო­ვა­ნის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.
გო­გო­ნას სა­ხე­ლი და გვა­რი ფი­გუ­რი­რებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ში – 2 წლის წინ არას­რულ­წლო­ვა­ნი ჩვე­ნე­ბას ბა­ბუ­ის წი­ნა­აღ­მდეგ აძ­ლევ­და.
მო­ზარ­დის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, არას­რულ­წლოვ­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბით, სსკ-ის 11 პრი­მა და 137-ე მუხ­ლე­ბით წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, გო­გო­ნას ბა­ბუა და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 60 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კაცს ბრა­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბის იძუ­ლე­ბის და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტებ­ზე წა­რუდ­გი­ნა.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­ზარ­დის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თუ­ლი იყო ფსი­ქო­ლო­გი.

2022 წლის 12 სექ­ტემ­ბერს, შვი­ლიშ­ვი­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ 60 წლის ბა­ბუ­ას ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა:

“რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მას შემ­დეგ, რაც გო­გო­ნა­ზე ბა­ბუ­ამ იძა­ლა­და, მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მო­უ­წევს გა­არ­კვიო ზუს­ტად რა მოხ­და, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა თუ თვით­მკვლე­ლო­ბა, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბავ­შვმა იმ სა­ში­ნე­ლე­ბას ვერ გა­უძ­ლო, რაც გა­და­ი­ტა­ნა… ბა­ბუა, რო­მე­ლიც 2 წლის წინ და­ა­კა­ვეს, 16 წელი აქვს მის­ჯი­ლი. დედა და 2 შვი­ლი კორ­პუს­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მე-8 სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და. დე­დაც ამ­ბობს, რომ გო­გო­ნას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. გო­გო­ნას გად­მო­ვარ­დნას არა­ვინ შეს­წრე­ბია, ხმა­ურ­ზე (და­ცე­მის ხმა­ზე) გა­მო­ვიდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი და ის სის­ხლის გუ­ბე­ში ნა­ხეს. მათ მა­შინ­ვე გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟი, რო­მელ­საც გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. გად­მო­ვარ­და, თუ გად­მოხ­ტა, ჯერ არა­ვინ იცის“.

Share.