“13 წლის გოგოს გასახდელში 8 ტრუსს რომ აცმევ და მერე პოლიცია გიშიშვლებს,რა დედობის ღირსი ხარ შე გარეწარო..” – ნახეთ რა ინფორმაცია ვრცელდება ქართველ ქალზე

0

AFG-ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ქართველ მშობლებზე წერს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის დახმარებით ცდილობდა მაღაზიიდან ნივთების მოპარვას.“არასრულწლოვანი 13 წლის გოგო რომ შეგყავს გასახდელში, აცმევ 8 წყილ ტრუსს და მერე სექიურიტი და პოლიცია ბავშვს გიშიშვლებს, რა დედობის და მამობის ღირსი ხარ შე გარეწარო?

მითუმეტეს სამჯერ ხარ გაფრთხილებული, რომ განმეორებით შემთხვევაში, ბავშვები აღსაზრდელად გადაეცემა სოციალურ სამსახურს.
კიდევ პრეტენზია გაქვს ფრანგ სამართალდამცველებთან, რომ ბავშვი გააშიშვლეს? ბავშვის ჩხრეკისას მხოლოდ ქალი პოლიციელები იყვნენ და როგორც დედა თავადაც დაგასწრეს.
ჰოდა ახლა, ნუ ააქოთე სოციალური ჯგუფები იმის მტკიცებით, თუ რა დესპოტი ქვეყანაა საფრანგეთი და შენს უფლებებს ფეხებზე როგორ იკიდებენ. (მათ შორის მე და ჩემი ორგანიზაცია)
ზუსტად, შენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის, ეს ბავშვები ნორმალურ საზოგადოებაში უნდა აღიზარდონ, რომ შემდეგ თქვენს მსგავსად საკუთარ შვილებს არ დაუმახინჯონ ცხოვრება!”, – წერს სულაშვილი.
წყარო:geonewest.com

Share.