“11 წელი იმიტომ დუმდა რომ..” – ნახეთ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ გაამხილა რატომ დუმდა ამდენი ხანი ნინუცა მაყაშვილი

0

გეშტალტთერაპევტი, ფსიქოლოგიის ლექტორი, მაგდა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს ნინუცა მაყაშვილის აღიარების შესახებ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, რომელსაც მეუღლისგან, ბესო ზანგურისგან 11 წლის წინ განიცდიდა. ფსიქოლოგი ამ განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ
„11 წელი რატომ დუმდაო…
დუმდა იმიტომ, რომ მზად არ იყო
ამ კითხვისთვის…
დუმდა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სისხლმდენი იყო მოუშუშებელი ჭრილობები…
დუმდა იმიტომ, რომ ფსიქიკაში ხშირად მეორდებოდა პოსტ ტრავმული ,,ფლეშბექი”.
დუმდა იმიტომ. რომ შიში, დანაშაული და

სირცხვილი ყველა ერთად გაცოცხლებულიყო და ჩაბუდებულიყო მასში…
დუმდა იმიტომ. რომ საკუთარ თავზე ბრაზობდა…

და მილიონი იმიტომ. რომ…

კიდევ კარგი. არსებობს მეორე მხარე. რომელმაც დაუჯერა, მხარი დაუჭირა და წაახალისა მისი გამბედაობა…

კიდევ უფრო გააძლიერა მისი ხმა…

ყველა ქალამდე მიიტანა და ხმა ამოაღებინა ძალადობაზე…

სოლიდარობა ნინუცას. რომელმაც გაბედა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი🙌

სოლიდარობა ყველა ქალს. რომელიც ბედავს მოძალადესთან დაპირისპირებას, ან აწი გაბედავს და არ შეეგუება…“.
წყარო:geoambebi.com

Share.