“1 კვირა საწოლად ჩავვარდი,ოჯახის წევრმა მიწასთან გამასწორა, და..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა გაუკეთეს ნინი ქარსელაძეს. ატირდებით

0

ხათუნა ჟორდანიას შვილი ნინი ქარსელაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, სადაც საზოგადოების მხრიდან მის მიმართ მიმართულ აგრესიაზე საუბრობს.
„საქართველოში საზოგადოებას განსხვავებული აზრის მოსმენა არ უნდა. შესაძლოა ჩემი სფეროს ადამიანები არ უნდა ერეოდნენ იქ, სადაც მე ჩავერიე. მგონია, რომ როდესაც შენს აზრს აფიქსირებ, ადამიანებმა მიწასთან არ უნდა გაგასწორონ. შეიძლება შენი აზრი არ მოსწონდეთ,

მეც ბევრის აზრი არ მომწონს მაგრამ ლანძღვას არ დავუწყებ. მახსოვს, ეს იყო ინგა გრიგოლიას გადაცემა. როდესაც გამოვედი ტელევიზიიდან „ფეისბუქი” გავაუქმე.
წარმოუდგენელია ადამიანს უსურვო ისეთი რამე, რასაც მე მიწერდნენ. ბოლო ზღვარი აღმოჩნდა, როდესაც არჩევნები დასრულდა და ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა ისეთი სტატუსი დაწერა, რომ დაახლოებით ერთი კვირა საწოლად ჩავვარდი. სტატუსში ჩემი სახელი და გვარი ახსენა, ოჯახის წევრმა ფაქტობრივად მიწასთან გამასწორა. მისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მგონია, რომ ჩემზე დიდი ასაკის გამო მეტი მოეთხოვებოდა” – აცხადებს ქარსელაძე

Share.