“ჯერ სასტიკად მოკლა ცოლი ახლა კი..” – ნახეთ ცოლის მკვლელის პირველი სიტყვები სასამართლოზე

0

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა.პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული.მოსამართლე: პროკურორი ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. ეთანხმებით?

ბრალდებული: რა თქმა უნდა.ნიკოლოზ ლაჩაშვილი სამართალდამცველებმა ბრალდებული 6 ივნისს დააკავეს.გამოძიების ცნობით, 31 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიამ მაზიაშვილი მანქანაში ჯერ გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო. მკვლელობა თბილისში 4 ივნისს მოხდა. პოლიცია დაკარგულ ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდა. მისი ცხედარი გლდანის ტერიტორიაზე იპოვეს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შემდეგი სასამართლო პროცესი 27 ივლისს, 11 საათზე ჩაინიშნა.
წყარო:ambavi.club

Share.