“ჯერ მამა და ახლა შვილიც ზუსტად იგივენაირად დაიღუპა..” – ნახეთ ტრაგედია მძვინვარებს, ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

0

იტალიაში, თელავის მკვიდრი, 30 წლის ბექა ხუციშვილი გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლონეთში, სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა და გარდაცვალების დროისათვის, რეისს იტალიის მიმართულებით ასრულებდა.
„ასე 2 წელი იქნება, რაც ევროპაშია წამოსული. დედამისიც იტალიაშია და სიდედრიც. ხომ იცით,

კარგი ცხოვრების გამო, არავინ მოდის აქ, სჭირდებოდა ოჯახს და წამოვიდნენ. მძღოლად მუშაობდა და რეისს ასრულებდა იტალიისკენ, უკვე გადმოსული იყო. ძალიან კარგად აღზრდილი, წესიერი ბიჭი იყო. მამამისიც გულით გარდაიცვალა და ესეც გულით დაიღუპა. ბიძაც გარდაცვლილი ჰყავს. ძალიან მძიმე ამბავია, ახალგაზრდა ცოლ-შვილი დარჩა“, – უყვება „პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელი.
ბექა ხუციშვილის საქართველოში გადმოსვენების ზუსტი დრო, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
წყარო:ambavi.club

Share.