“ხორცის ამოგლეჯვის სურვილი მიჩნდება ამ კაცისთვის,ამ ამბავმა გამაქვავა..” – ნახეთ რას წერს ნანუკა გულუა

0

მსახიობი ნანუკა გულუა „ინსტაგრამზე“ ხშირად გვიზიარებს სიახლეებს.
ამჯერად ნანუკა „ინსტაგრამ სთორს“ აქვეყნებს და ყაზახეთში მომხდარ ფემიციდის შემთხვევას ეხმაურება.
ამ გოგოს ამბავმა გამაქვავა, ამ კაცის ხორცის ამოგლეჯვის სურვილი მიჩნდება და სერიოზულ მკვლელს ვგრძნობ ჩემში როცა ვისმენ ისტორიებს და ვუყურებ მოკლულ ქალებს“,- წერს ნანუკა გულუა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, კუანდიკ ბიშინბაევმა, ცოლს, სალტანატ ნუკენოვას სიკვდილამდე სცემა.

სასამართლოს მსვლელობისას, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლიდანაც დასტურდება, რომ ბიშინბაევი ცოლს რეგულარულად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

Share.