“ხალხს რომ ხოცავდა, თურმე მეზობელმა გადაიხედა და ჰკითხა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა უთხრა მკვლელმა მეზობელს

0

საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ყოფილმა სამხედრომ აივნიდან 5 ადამიანი მოკლა, 5 ადამიანი კი დაჭრა. ერთ-ერთი ადგილობრივი შემთხვევის დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც დამიზნებით 5 ახალგაზრდა მოკლა და 5 მძიმედ დაჭრა, მის ქვედა სართულზე ცხოვრობდა.

„ჩემს ხელში დაიზარდნენ ეს ბავშვები. ვინც მოკლა ის ჩემს დაბლა ცხოვრობდა ის საზიზღარი. ესენი ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ჩემი მეუღლე იჯდა, ტელევიზორს უყურებდა.. მე მეგონა, ბავშვებმა რაღაც გაისროლეს-მეთქი და თურმე ამას გაუსვრია. მერე გადაიხედა ჩემმა მეუღლემ ფანჯრიდან და შეკითხვია, ნოდარი მკვდარიაო? დიახო და ამოიხედაო და მერე შევნიშნე, რომ ხელში ეჭირა ავტომატი, თორემ მანამდე არაფერი არ დამინახავს, რომ რაღაც ეჭირაო”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

Share.