“ჭრილობას მეგონა მივაყენებდი,დედამისი მეუბნებოდა რომ.. ყველაფერი იცოდა..” – ნახეთ გოგონას მკვლელმა სასამართლოზე შოკისმომგვრელი რამ თქვა

0

“მე­გო­ნა მხო­ლოდ ჭრი­ლო­ბას მი­ვა­ყე­ნებ­დი და როცა სის­ხლი და­ვი­ნა­ხე, შე­მე­შინ­და და გა­ვი­ქე­ცი. მე­გო­ნა, პნევ­მა­ტუ­რი იყო და მხო­ლოდ ხმას გა­მოს­ცემ­და. ია­რა­ღის ტა­რე­ბაც არ ვიცი, არას­დროს მქო­ნია ის“, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ალიმ ას­ლა­ნოვ­მა.
ასე­ვე, პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მან არ იცო­და, რომ მისი მე­უღ­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო.
“მე არ მყავ­და არას­რულ­წლო­ვა­ნი ცო­ლად, დე­და­მი­სი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ის თვრა­მე­ტი წლის იყო“, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა

პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოზარდის გარდაცვალებაზე უშუალო პასუხისმგებლობა დედას ეკისრება.

“დანაშაულის ორგანიზატორი დედა იყო… მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთან ცხოვრების სურვილიც არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ დედა არის პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგონას გარდაცვალებაში.

დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული, დედა იყო ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ამ უფროსი ადამიანისა და მისი შვილის ნიშნობა და შემდეგ როცა უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ, დედა იყო პირი, ვინც იმ გამტაცებელ ადამიანთან ეს ბავშვი დააბრუნა”, – ამბობს პროკურორი.

Share.