“ძალიან ცუდადაა,მოძრაობის დროს წაიქცა..” – ნახეთ რატომ გადაიყვანეს გოგი წულაია საავადმყოფოში

0

პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც პროტესტის ნიშნად 10 დღეა შიმშილობს, ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ მისი ადვოკადი ვალერი გელბახიანი აცხადებს.
„დაახლოებით, საათ-ნახევრის წინ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. რბილად რომ ვთქვა, ძალიან შეუძლოდაა. მოძრაობის დროს წაიქცა, ძალიან დასუსტებულია. 10 დღეში 15 კილო აქვს დაკლებული. ხელის კიდურების გაშავება, ორგანიზმდან აზოტის გამოყოფა დაეწყო, რაც სახიფათო ნიშნებია“, – ამბობს გელბახიანი.


წყარო:geoambebi.com

Share.