“ჩვენი ანგელოზი პაწაწუნა სოფია აღარ არის, გული დაიწვა..” – ნახეთ პატარა სოფია გარდაიცვალა. მგლოვიარეა დღეს საქართველო

0

2 თვის სოფია-ელაიდა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა. ჩვილი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
„ჩემი, ჩვენი, სოფია-ელაიდა უფალმა თავისთან წაიყვანა და ანგელოზად იქცა“ – დაწერა ჩვილის დედამ.
ელაიდა დაიბადა 2022 წლის 17 ოქტომბერს და მას შემდეგ კლინიკაში იმყოფებოდა. საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბავშვს მდგომარეობა იყო მძიმე და დიაგნოზი გაურკვეველი.

ასევე პოსტს აქვეყნებს გვერდი ”უანგარო სიკეთე”

”დილა მშვიდობისა ყველას.გაგვიფრინდა პატარა ანგელოზი ელაიდა,ბევრი ვილოცეთ ,მაგრამ ალბათ უფლის ნებაა ყველაფერი და ის წავიდა,დანებდა ამდენი ხნის ბრძოლას,მისი ბედისწერა ასეთი იყო ალბათ .ცრემლები გვახრჩობს,როგორ იმედს ვაძლევდით მშობლებს მაგრამ ამაოდ.უფალმა გამძლეობა მოგცეთ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ და ბრძოლობდით ელაიდასთვის ,მაგრამ ის ნამდვილი ანგელოზი იყო და გაფრინდა ზეცაში.ნათელი დაუმკვიდროს უფალმა მარადიულ სასუფეველში.დღეს ყუთები გაიხსნება ,შეიკრიბება მთლიანი ჟამი და დეტალებში გავაზიარებთ ყველაფერს.მადლობა ყველას ვინც კი მცირედი გაიღო ელაიდასათვის.ამჯერად გთხოვთ ილოცოთ მისთვის რომ ნათელი ჰქონდეს მარადიულ სასუფეველში.ვიზიარებთ ელაიდას მშობლების და ყველა მისი ახლობლების მწუხარებას.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო:siaxle.club

Share.