“ჩემს თვალწინ დაიხრჩო აუზში 5 წლის ბავშვი,დედის კივილი ცას სწვდებოდა,სინამდივლეში..” – ნახეთ უმძიმესი განცხადება

0

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­სინ ჩაქვში. სას­ტუმ­რო “ოა­ზის­ში” აუზ­ზე 5 წლამ­დე ბავ­შვი და­იხ­რჩო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბიჭი დე­დას­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა აუზ­ზე დამ­სვე­ნებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.“დახ­რჩო­ბის მო­მენ­ტი არა­ვის და­უ­ნა­ხავს. რო­გორც ყვე­ბი­ან, აზ­რად არ მოს­ვლი­ათ, თუ ბავ­შვი იხ­რჩო­ბო­და. დედა-შვი­ლი ქუ­თა­ი­სი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი“, – გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა.
ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი რო­მე­ლიც მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წრო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“დღეს ჩემი ფან­ჯრე­ბის წინ 5 წლის ბიჭი და­იხ­რჩო აუზ­ში, ჩაქვში – სას­ტუმ­რო დრიმ­ლენდ ოა­ზის­ში….

– სას­ტუმ­როს, რომ თი­თო­ე­ულ აუზ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი მაშ­ვე­ლე­ბი ჰყო­ლო­და, რომ­ლე­ბიც გა­ა­კონ­ტრო­ლებ­დნენ აუ­ზის ტე­რი­ტო­რი­ას

– სას­ტუმ­როს, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მედ პუნ­ქტი ჰყო­ლო­და, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბო­და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის სწო­რად გა­კე­თე­ბა

– სას­წრა­ფო, რომ 30 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მო­სუ­ლი­ყო

– სას­წრა­ფოს, რომ თან ჰქო­ნო­და ინ­ტუ­ბა­ცი­ის აპა­რა­ტი და მხო­ლოდ ად­რე­ნა­ლი­ნი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ბავ­შვის­თვის

პა­ტა­რა ბიჭი დღეს შე­იძ­ლე­ბა ისევ თა­ვის დე­დას­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი მთელს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ის­მო­და..

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად აუზი, სა­დაც 5 წლის ბავ­შვი და­იხ­რჩო ერთი წა­მი­თაც არ და­ხუ­რუ­ლა და დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არ­ხე­ი­ნად გა­ნაგ­რძობ­დნენ ბა­ნა­ო­ბას…რა გვჭირს?? ეს ყვე­ლა­ფე­რიც მთავ­რო­ბას ხომ არ უნდა და­ვაბ­რა­ლოთ?” – წერს თვითმხილ­ვე­ლი.

AMBEBI.GE სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ად­გილ­ზე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და დაგ­ვი­ა­ნე­ბით არ მი­სუ­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექი­მე­ბის ჯგუ­ფი ად­გილ­ზე 12 წუთ­ში იყო.

Share.