ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, სამი შვილის დედა თავს არ ჩამოიხრჩობდა! აი რა მოხდა სინამდვილეში!” – დაღუპული ქალის მამა შოკისმომგვრელი განცხადებას აკეთებს

0

ზუგდიდში, სოფელ შამგონაში, სადაც 32 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, დაღუპულის მამა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
დაღუპული სამი შვილის დედის თვითმკვლელობის ვერსია ახლობლებსაც არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ქალს ცემის შედეგად უმძიმესი დაზიანებები აქვს.
„დაზიანებები აქვსო, ჩემი ბავშვი მესამე სახლში არ წავიდოდა და თავს არ ჩამოიხრჩობდა, ვარიანტი არ არის, გამორიცხულია, დაზიანება ზურგის არეში აქვსო. გამოეშვა ეს ჩემი ბავშვი თავის შვილებიანად, ჩემთან მეყოლებოდა. მაგას (ქმარს) აქვს გაკეთებული“, – ამბობს დაღუპულის მამა.

ცნობისთვის, სამეგრელოში, სოფელ შამგონაში 32 წლის ქალი წუხელ გარდაცვლილი იპოვეს. ის ბაღის მასწავლებელი იყო. პოლიციამ უკვე დააკავა გარდაცვლილის მეუღლე. მას ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან.
წყარო: ambavi.cc

Share.