“ჩემზე იძალადა რატიანმა, კაბინეტში ხელებს მაგიდაზე ურტყავდა, მიყვიროდა და მეუბნებოდა რომ..”

0

სოლიდარობის ქსელი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ექთანმა,
რომელმაც მათ დახმარებისთვის მიმართა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას სასამართლო დავა მოუგო.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ექთანი კლინიკიდან გაათავისუფლეს, როგორც ექთანი ამბობს სრულიად უმიზეზოდ მოხდა ეს ყველაფერი და სწორედ ამის გამო დაიწყო სასამართლო დავაც.
“ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! – სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის წევრმა ექთანმა, ნინო კვაჭაძემ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic თბილისის საქალაქო სასამართლოში დაამარცხა. მან კლინიკას შრომითი დავა მოუგო. კლინიკის გენ. დირექტორის, ლევან რატიანის მიერ დასაქმებულის წინააღმდეგ მოგონილი ბრალდებები არ დამტკიცდა.

ექთანი ნინო კვაჭაძე ამბობდა, რომ 2022 წლის ივნისის თვეში ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენ. დირექტორმა, ლევან რატიანმა უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლა, რადგან დასაქმებული ითხოვდა უკეთეს შრომის პირობებსა და გაზრდილ ხელფასს (ხელფასი თვეში დაახლოებით 400 ლარი).

ექთნის განცხადებით, რატიანმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და აიძულებდა ეღიარებინა ის, რაც მას არ ჩაუდენია. ლევან რატიანის მხრიდან ყვირილის, მაგიდაზე ხელების ბრახუნისა და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, ექთანი ნინო კვაჭაძე არ გატყდა და სიმართლე ბოლომდე დაიცვა. ამის გამო, რატიანმა ის დასაჯა – 3 დღის შემდეგ გაათავისუფლა, ყოველგვარი შრომის კოდექსით გათვალისწინებული პროცესის დაცვის გარეშე!

ამგვარი, მიდგომა აზიანებს ჯანდაცვის სისტემას მთელს ქვეყანაში. ქვეყანაში გვაქვს ექთნების კადრების ნაკლებობის კრიზისი. შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; მიუხედავად ყველაფრისა, დღეს, სამართალმა იზეიმა! სოლიდარობა ექთნებსა და მედმუშაკებს!
ექთან ნინო კვაჭაძეს წარმოადგენდნენ სოლიდარობის ქსელის პროფკავშირის იურისტები შალვა ხვთისიაშვილი და დავით ომსარაშვილი.”

Share.