“შემზარავი კადრები,პოლიციელმა მოზარდი ცემა..” – ნახეთ შემზარავი კადრები ახლახანს გავრცელდა

0

სულ ცოტახნის წინ მედიასაშუალებებში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, რომ პოლიციელმა მოზარდზე ფიზიკურად იძალადა. როგორც მედიაში იწერება, ახალგაზრდა ყრუ-მუნჯია.
”როგორ გამეტებით ურტყამს, პირუტყვიი ” ”ვინაა ეს ნაგავი” ”არაკაცი ეს!” – წერენ კომენტარებში.რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
”შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ვიდეო:

Share.