“ყველა ის ადამიანი მიიღებს 500 ლარიან დახმარებას..” – ნახეთ კახი კალაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

0

თბილისში მცხოვრები პენსიონერებისთვის, ფინანსური ტვირთის შემსუბუქების მიზნით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება. კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი პროგრამის ფარგლებში პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ.„დაფინანსება ვაუჩერული პრინციპით მოხდება და წელიწადში მისი ღირებულება 500 ლარი იქნება. პენსიონერს საშუალება ექნება ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი,

ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) თბილისის მერიის სპეციალური, 500-ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში შეიძინოს“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, ამ პროგრამით ისარგებლებს სოციალურად დაუცველი 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 40 000-მდე პენსიონერი. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება.
წყარო:ambavi.club

Share.