“ყველაფერი ჩემი ბრალია,რო­გორც კი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე რა გა­ვა­კე­თე..” – ნახეთ რა თქვა სასამართლოზე კაცმა, რომელმაც 5 თვის ორსული ცოლი მოკლა

0

5 თვის ორ­სუ­ლი ცო­ლის, ქეთა კეპულაძის სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულ ქმარს, გოგა გზი­რიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.
პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალდებულის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და, რა­საც ად­ვო­კა­ტი და ბრალ­დე­ბუ­ლი და­ე­თან­ხმე­ბი­ან. სასამართლოზე გოგამ პატარა განცხადება გააკეთა და თქვა:
“რო­გორც კი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე რა გა­ვა­კე­თე, მე თვი­თონ დავ­რე­კე პო­ლი­ცი­ა­ში და მე თვი­თონ მო­ვიყ­ვა­ნე პო­ლი­ცია, ჩემი ბრა­ლია, მარ­თლა ცუ­დად ვარ”, – გა­ნა­ცხა­და გოგა გზი­რიშ­ვილ­მა.

შეგახსენებთ რომ, გუშინ წინ სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში, კერძოდ ვარკეთილში. ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
როგორც ”მთავარი” ავრცელებს, მა­მა­კაც­მა ორ­სუ­ლი ცოლი მისი 13 წლის ძმის თვალ­წინ მოკ­ლა. როგორც ცნობილია, მამაკაცი უკვე დაკავებულია, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

Share.