5 თვის ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის სასტიკი მკვლელობისთვის ბრალდებულ ქმარს, გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმებიან. სასამართლოზე გოგამ პატარა განცხადება გააკეთა და თქვა:
“როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ”, – განაცხადა გოგა გზირიშვილმა.
შეგახსენებთ რომ, გუშინ წინ სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში, კერძოდ ვარკეთილში. ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
როგორც ”მთავარი” ავრცელებს, მამაკაცმა ორსული ცოლი მისი 13 წლის ძმის თვალწინ მოკლა. როგორც ცნობილია, მამაკაცი უკვე დაკავებულია, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.