“ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრება…” – ლელა კაკულიას უახლესი და მოულოდნელი წინასწარმეტყველება

0

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას აქვეყნებს და საქართველოსთვის 2020 წლის მნიშვნელობაზე წერს.
“სამშობლოს, საქართველოს ახალი 2020 წელი!
იწყება საქართველოს აღმავლობის, ძლიერების პერიოდი. ვხედავ, რომ აღარ იქნება გაჭირვება, ვეღარ იხილავთ ჩემს საყვარელ ქართველებს თვალცრემლიანებს, ნაღვლიანი თვალებით მომზირალ პატარებს, უმუშევრობასა და შიმშილს. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გაქრება თითქოს, წარსულში დარჩება ცუდი სიზმარივით.
ჩვენი ქვეყანა მაინც შევა ნატოში და ევროპის ერთ−ერთი წამყვანი ქვეყანა გახდება.
დავესესხო მინდა დიდ რუსთაველს: „…მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“. დიახ, ასეთია წუთისოფელი, მაგრამ ეს სიტყვები ზუსტად რომ დღევანდელობას შეეფერება.
დიახ, კოსმოსი არ დაუშვებს საქართველოს დაცემასა და რუკიდან გაქრობას. პირიქით, ბევრი ქვეყანა წაიშლება, ჩემი პაწაწინა საქართველო კი გადარჩება და გაძლიერდება. ამინ!

მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ხალხი. და მიხარია, რომ ვხედავ ჩემი ქართველების გაბრწყინებულ სახეებს. ჩვენ ვიმარჯვებთ, ვმრავლდებით და მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს.

დღეს ამის დაჯერება შესაძლოა ძნელია, მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც სხვა მრავალი წინასწარმეტყველება ასრულდა, ისე ასრულდება სიტყვა სიტყვით.
მიყვარხართ, ქართველებო! მტკიცედ დეგ, საქართველო!”- წერს კაკულია სოციალურ ქსელში.

Share.