“ყველასათვის საყვარელი ექიმი და ნამდვილი საქმის პროფესიონალი გარდაიცვალა..” – ნახეთ ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

0

გარდაიცვალა კლინიკა ენმედიცის ექიმი, ქალბატონი ციური ბობოხიძე. ინფორმაციას კლინიკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პროფესიონალი ექიმის, შესანიშნავი ადამიანის, კლინიკა ენმედიცის სათავეებთან მდგომი და მისი ერთ-ერთი ფუძემდებლის ქალბატონი ციური ბობოხიძის გარდაცვალების გამო.
პროფესიონალი ექიმი გამოაკლდა ჩვენ საზოგადოებას.

ციური ბობოხიძე კლინიკა ენმედიცში 1996 წლიდან – 2011 წლამდე იკავებდა, დირექტორის მოადგილის პოზიციას, ასევე იყო წამყვანი ექიმი-ენდოკრინოლოგი. ქალბატონი ციური გახლდათ უფროსი თაობის გუნდის საპატიო წევრი.

კლინიკა ენმედიცი-ს მთელი გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ქალბატონი ციურის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share.