“ყველამ გაიცანით, ეს ჩემი მეორე შვილია,წლებია ველოდებით..” – ნახეთ მაია ასათიანის სულისშემძვრელი განცხადება, რომელმაც მთელი საქართველო აატირა

0

მაია ასათიანი 18 წლის ლევანიკო გაფრინდაშვილზე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს
სოციალურ ქსელში მაია ასათიანი ჟურნალისტ ნათია გოგსაძის 18 წლის შვილის შეახებ გავრცელებულ ამბავს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ მძიმე აუტიზმით დაავადებული ლევანიკო გაფრინდაშვილი თურმე ჯარში წასვლას არიდებს თავს და ამის გამო სასამართლო პროცესი იმართება.

,,ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, ჩემი უახლოესი მეგობრის, ნათია გოგსაძის უფროსი ვაჟი. წლებია ყველა, ვისაც ის გვიყვარს, მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით. ლევანიკო მძიმე ფორმის აუტისტია. დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც წარდგენილი იყო პოლიციის ოქმი, სადაც შავით თეთრზე წერია,რომ გამომძიებელი ორჯერ ესაუბრა მას და ლევან გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ჯარში წასვლაზე! ჩემი ნათია 18 წელია უშედეგიდ იბრძვის, რომ შვილმა დედა დაუძახოს!” – წერს მაია ასათიანი.

წყარო:ambavi.club

Share.