“ღმერთო საშინელება ხდება,12 წლის შვილი და მამა გარდაიცვალნენ,13 წლის შვილი და ბებია სიკვდილს ებრძვნია..” – ნახეთ უმძიმესი ტრაგედია

0

“გლოვობს ჩემი გეგუთი. არ დაგტოვა ჩემო ანამარია ანგელოზო მამიკომ მარტო და შენთან წამოვიდა. შენ ხომ მხოლოდ მამიკომ გაგზარდა და მამიკოს გოგო იყავი. ეხლაც ისევ ისე იზრუნებს შენზე, როგორც ზრუნავდა. ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს თქვენი სულები.
გავარდა მეორედ მეხი გეგუთში…
მეორე უდიდესი ტრაგედიაა მთელი სოფლის…
პირველი მეხის გავარდნა
ანამარიას სიკვდილი იყო…
მეორე, გია გაბუნიას…
ტრაგედიაცაა და ტრაგედიაც..

ეს ისაა, როცა მსგავსი ტრაგედია გამუნჯებს…

მთელი სოფელი დამუნჯდა მაშინ, როცა ანამარია გარდაიცვალა…

ეს ის მომენტი იყო, ხმამაღალი საუბარი, გაღიმება და სიხარულიც რომ გერიდებოდა ადამიანს ..

მთელი სოფელი გტირის გია და ანამარია..

ცრემლი არ შეშრობიათ თვალზე”, _ წერს… სოციალურ ქსელში “შოთო სიხარულიძე-ქართველი ემიგრანტები”.

შეგახსენებთ, რომუმძიმესი ავარია მოხდა 11 ივნისს გეგუთი-ქუთაისის გზაზე.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ქუთაისისკენ მიმავალ შინდისფერ “ნივას” მოულოდნელად უკნიდან თეთრი ფერის “მერსედესის” მარკის ავტომობილი იმდენად ძლიერად შეეჯახა, რომ მანქანა გზიდან გადააგდო და ძალიან დააზიანა.

ავტოსაგზაო შემთხვევას “ნივაში” მყოფი 12 წლის მოზარდის, ანამარია ბაბუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Share.