“ღმერთმა ასე რატომ გამწირა,რატომ ვარ ცოცხალი..” – ნახეთ ვინ არის ქართველი ახალგაზრდა, რომელიც საფრანგეთში სასტიკად მოკლეს

0

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დაღუპული ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრი, ალექსი გოგუაა. შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.
ალექსი საფრანგეთში ცოლთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილს შეკამათება არაბთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაჭრეს ის.
სამწუხაროდ ექიმებმა ალექსის გადარჩენა ვერ შეძლეს. რამდენიმე საათის წინ სოც ქსელში ალექსის მეუღლემ სულისშემძვრელი პოსტი გამოაქვეყნა.

”როგორ ხარ ჩემო სიყვარულო? მე არ ვიცი როგორ ვარ, ჩემი გული ჯერ კიდევ ძგერს, ისე ძლიერ, რომ ყოველი ძგერის ხმა მესმის. ხომ არ გშია? მე თავს ძალას ვატან, რომ ცოტა ვჭამო. ხომ არ გცივა? ხომ არ გტკივა? მე ძალიან მტკივა გული, მეც დამჭრეს, მეც მომკლეს. ალიკა. გუშინ ათი თვე შეგვისრულდა რაც ერთად ვართ, გახსოვს როგორ არ გვჯეროდა და ერთმანეთს ვეკითხებოდით:
– შენ ჩემი ცოლი ხარ?
– შენ ჩემი ქმარი ხარ?

მერე ჩვენს თავზე გვეცინებოდა და ისე ალერსიანად მეხუტებოდი და მკოცნიდი… მენატრებაა. შენ ჩემი ადამიანი ხარ და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები შენი, რომ მე ამირჩიე. ნეტა უფრო ადრე შეგხვედროდი, ნეტა ერთად დავბერებულიყავით. შენ ხომ გინდოდა გენახე წლების შემდეგ, დამცინოდი ნეტა როგორი იქნებიო ბებერიო. რამდენი ოცნება გვქონდა. მე ვიცოცხლებ იმისთვის, რომ შენი ოცნება რეალობად ვაქციო. ჩემო ცხოვრების აზრო, ხომ არ გეშინია? მე ძალიან მეშინია უშენოდ, მარტო ვარ. ჩემო ცისფერ თვალება ძალიან მიყვარხარ. ყველაფერს შენი სუნი აქვს. შენს ბუთქუნიას უყვარხარ ძალიან, ნუ გეშინია მეც მოვალ შენთან და მერე სულ ერთად ვიქნებით. რატომ არ მოდიხარ ჩემთან და არ მესიზმრები? იცოდე მწყინს მოდი და ჩამეხუტე. მე არ ვიცი ღმერთმა ასე რატომ გამწირა, იქნებ კარგი ცოლი არ ვიყავი, იქნებ რამე არასწორად გავაკეთე, იქნებ ვერ დაგიცავი. რა იქნება მომავალში, როგორ ვიცხოვრო უშენოდ. არაა, არ მჯერაა! არ ვიცი რას იზიარებს ხალხი, რატომ მწერენ რომ წუხთ, რატომ ვეუბნები მადლობას, შენ არ მომკვდარხარ! არააააა! მაშინ მე რატომ ვარ ცოცხალი?! რატომ არ მიგყავარ?! უჩემოდ როგორ იქნები?! არ გენატრებიი? რამე მანიშნე, რამე მითხარი, დამესიზმრე!

როგორ გვინდოდა შვილები, შენ საუკეთესო მამა იქნებოდი მთელს მსოფლიოში. ღმერთმა არც შვილები მოგვცა. მე რა გავაკეთო ახლა მარტომ?

ჩემს სიცოცხლეს დავთმობდი შენს გამო, ძალიან მინდა შენთან ალიკა. ძალიან მენატრები. არ ვიცი როგორ ვიცხოვრო ამ ტკივილთან ერთად, უშენოდ.

მიყვარხარ ჩემო ცხოვრების აზრო და მეყვარები მუდამ❤️” – წერს გარდაცვლილი ბიჭის მეუღლე.
წყარო: niustv.com

Share.