“ღამის 2 საათზე მოვიდა იმდღეს სახლში და..” – ნახეთ რა გაამხილა ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედამ

0

ყო­ფი­ლი ცო­ლის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლის დედა ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ცოლ-ქმარს ბოლო პე­რი­ოდ­ში კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.
რო­გორც თიკო მე­ლაშ­ვი­ლი “ტვ პირ­ველს” ეუბ­ნე­ბა, მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვი­ლი შე­რი­გე­ბას აპი­რებ­დნენ.
“წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს რა მოხ­და. ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ჩემი შვი­ლი ასე სა­დის­ტუ­რად მო­ექ­ცა ცოლს, რო­მელ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბო­და, ისე უყ­ვარ­და. არ მჯე­რა, რომ ნიკა ასე მო­ექ­ცა. ერ­თად იყ­ვნენ, თით­ქმის შე­რი­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ხან აქ (ჩვენ­თან სახ­ლში) იყ­ვნენ,

ხან – მა­რი­ტას­თან. მე მათი კონ­ფლიქ­ტი არ მი­ნა­ხავს.
იმ დღეს, როცა მარი ნახა, სახ­ლში ღა­მის 2 სა­ათ­ზე მო­ვი­და. არა­ფე­რი სა­ეჭ­ვო არ შე­მიმ­ჩნე­ვია. ვი­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ მა­რი­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს. ჩვენ ყვე­ლა ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დით მა­რის და­კარ­გვის გამო, სულ ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ყა­ვით, რომ გაგ­ვე­გო რა ხდე­ბო­და” – ამ­ბობს მე­ლაშ­ვი­ლი.

ის ასე­ვე ადას­ტუ­რებს, რომ მის შვილს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ამის გამო 2 წლის წინ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­შიც იწვა.

“ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, 2 წლის წინ ფსი­ქი­ატ­რი­ულ­შიც იწვა და ამის შემ­დეგ გრძელ­დე­ბო­და მკურ­ნა­ლო­ბა. ფსი­ქოტ­რო­პუ­ლებ­საც სვამ­და. 2 თვის წინ შე­წყვი­ტა წამ­ლე­ბის და­ლე­ვა” – აღ­ნიშ­ნა მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, 31 წლის ნი­კო­ლოზ ლა­ჩაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი ცოლი, 27 წლის მა­რი­ტა მა­ზი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში თო­კით გა­გუ­და, მე­ო­რე დღეს კი, ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით, გლ­და­ნის ხევ­ში გა­და­აგ­დო.
წყარო:siaxle.club

Share.