“ქორწილის წინა დღეს დაიღუპა მელანო, ბიძა მისთვის სამრთალს ეძებდა..” – ნახეთ მელანო ფუტკარაძის ბიძა მოულოდნელად დაიღუპა

0

„ემიგრანტების იმედი“ – შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ნოდარ ფუტკარაძე დაიღუპა. გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ბიძაა. ახალგაზრდა გოგო ქორწილის წინა დღეს გარდაიცვალა.
„წახვედი შენს მელანოსთან, მილა ჩაგიხუტებს მონატრებულ ბიძას…. სიტყვები არ მყოფნის, რა დავწერო განმიახლდა ეს ტკივილი…. როგორ მახსოვხარ უკეთილშობოლესი უთბილესი როგორ გინდოდა დასჯილიყო ის ადამიანები, ვინც 28 წლის ანგელოზი მოგიკლა… მილას დედას რა ეშველება კიდევ ეს ტკივილი უნდოდა ნოდო?

შენ ხომ უნდა გეპატრონა მისთვის მთელი ცხოვრება და რატომ დატოვე მარტო? ცხარე ცრემლით დაგტირი გული მეგლიჯება… რა ბედისწერა გარგუნათ სამყარომ… მოუარეთ ერთმანეთს ზეცაში და ილოცეთ ნარგიზისთვის რომ გაუძლოს უთქვენობის ტკივილებს…

კიდევ რამდენჯერ უნდა მოკვდეს ცოცხლად ადამიანი.. ემიგრანტებო, ეს ადამიანი ნოდარ ფუტკარაძეა მელანო ფუტკარაძის ბიძა, ჩემი „ლაივ” გადაცემებიდან რომ ითხოვდა სამართალს კისკისა გოგო მილა რომ მოუკლეს ქორწილის წინ ბათუმში ექიმებმა… ის გუშინ ავარიაში მოყვა….

სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი ალალ-მართალი ადამიანი იყო იმ მძიმე დღეებში სულ ერთად ვიყავით და მისი ცრემლიანი უზომოდ მძიმე დარდით სავსე თვალები არასდროს დამავიწყდება…. სახლში ანგელოზი სადედოფლო კაბით კუბოში ეწვა და თვითონ რეფერალურის ეზოში სამართალს ითხოვდა“, – წერს შოთო სიხარულიძე.

Share.