“ქალმა სუნთქვა შეწყვიტა თვითმფრინავში, ქართველი ბიჭი მივარდა და ისეთი რამ გააკეთა არ დაიჯერებთ..”

0

“ბორტის გმირი” – ასე შეარქვეს მგზავრებმა ბუბა ჯიმშიაშვილს. ბუბამ თვითმფრინავში შუახნის ქალს გაჩერებული გული აუმუშავა.
დაშვებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როცა ბორტ-გამცილებელმა რუსულ ენაზე იკითხა, “აქ ვინმეს ხომ არ შეუძლია ადამიანს პირველადი დახმარება გაუწიოს?” – ასეთი სწორედ ბუბა აღმოჩნდა.
“უკანა რიგებში ვიჯექი მარტო, მშვიდი მგზავრობა იყო. რუსულად მესმის ხმა, ვისაც გაქვთ პრაქტიკა, ან ვისაც შეგიძლიათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, წინ გამოიწიეთო. მეც წამოვდექი, მაინტერესებდა სიტუაცია, რა ხდებოდა. პრაქტიკებს გავდიოდი კლინიკა რუსთავში და შეხება მქონდა მედიცინასთან. მივედი ადგილზე და ასეთი სიტუაცია დამხვდა, ქალს ჰქონდა პირღებინება და შემდეგ გული წაუვიდა. ეგრევე ძირს დავაწვინე, წნევა გავუსინჯე,

პულსი არ იყო. დავიწყე გულის არაპირდაპირი მასაჟი”, – უყვება ბუბა “ინფო რუსთავს”.

მგზავრები იხსენებენ, რუსთაველი ბიჭი ქალს დახმარებას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უწევდა. ამ დროს თვითმფრინავში სრული პანიკა იყო, თუმცა მშვიდი იყო 18 წლის ბიჭი, რომელიც ქალის გადარჩენას ცდილობდა.

“კივილ-წივილი იყო. ქალს არასრულწლოვანი შვილი ახლდა თან. სრული ქაოსი და პანიკა შეიქმნა, თუმცა ეს ახალგაზრდა ბიჭი არ დაბნეულა. 20 წუთი მასაჟს უკეთებდა, შემდეგ ჟანგბადზე გადაიყვანა”, – უყვება საინფორმაციო სააგენტოს ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრი.

“ადამიანს ვერავინ ეხმარებოდა. გადავწყვიტე უბრალოდ მივსულიყავი და რასაც შევძლებდი, გამეკეთებინა”, – იხსენებს რუსთაველი ახალგაზრდა.

როგორც მგზავრები “ინფო რუსთავთან” ყვებიან, პილოტმა ავარიული დაშვება განახორციელა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფიც, თუმცა, რუსთაველი ბიჭის წყალობით, ადგილზე მისულ სასწრაფოს, ქალი გონებაზე მოსული დახვდა.

შემთხვევა რამდენიმე ხნის წინ მოხდა. არ უნდა ვივიწყებდეთ ქართველ გმირებს.
წყარო: ambavi.club

Share.