“უბედურება ტრიალებს ჩემს სოფელში,21 წლის ბიჭი ტრაგიკუკლად გარდაიცვალა..” – ნახეთ ცნობილია გარდაცვალების მიზეზი

0

მორიგი ტრაგედია – 21 წლის რატი თოდუა, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, იტალიაში გარდაიცვალა – ახალგაზრდა 2 წლის განმავლობაში მკურნალობდა.
მისი მშობლები წლებია იტალიაში ცხოვრობენ.
არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად იტალიაში მისი ახალგაზრდა მეუღლეც იმყოფებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ჩამოასვენებენ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს სამშობლოში. მისი ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათიდანაა.
რატი თოდუას სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან და წერენ:

“დიდი უბედურება ტრიალებს ახლა ჩემს სოფელში. სულ ორჯერ მყავს ეს ბიჭი ნანახი, მაგრამ თავი დამამახსოვრა.
ახალგაზრდის სიკვდილი იგივეა, წელიწადის დროებიდან გაზაფხული ამოიღო…
ნათელში იყავი პატარა მეგობარო”, – წერენ სოციალურ ქსელში.
“ჩემი ცისფერთვალება რატი, ჩემი ,,ქართველი ალენ დელონი”- ასე გეძახდი ბიჭო. ულამაზესი ფიზიკური და სულიერი ჰარმონიის შერწყმა ერთ ადამიანში. ძალიან დიდი გულისტკივილი ხარ ყველასთვის, ვინც შენ გიცნობდა”, – წერს პედაგოგი.

Share.